ცოტა რამ ჩვენს შესახებ

Back Space - ზრუნავს თქვენს კომფორტზე

Backspace.ge – ბექ სფეისი არის ქართული სახელწოდების ბრენდი, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამოგზაურო ზურგჩანთებს და სხვა ჩანთებს, რომლებიც შექმნილია თქვენი კომფორტისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია, გავხადოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და მოგზაურობა უფრო ორგანიზებული და სტილური.
ამჟამად ჩვენ ვთავაზობთ სამოგზაურო ზურგჩანთებს, თუმცა მომავალში ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, რათა მოიცავდეს ნებისმიერი ტიპის ჩანთას, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ – იქნება ეს სპორტული ჩანთები, ლეპტოპის ჩანთები, ნივთების შესანახი ჩანთები თუ სხვა. Backspace.ge-ზე თქვენ ყოველთვის იპოვით ხარისხიან და ფუნქციურ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

როგორ ვმუშაობთ

Backspace.ge-ს მთავარი პრინციპია ხარისხი და სანდოობა. ჩვენი პროდუქცია იქმნება მაღალი სტანდარტების დაცვით, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო და გამოცდილი ქარხნებთან, რომლებიც სპეციალიზდებიან მაღალი ხარისხის ჩანთების წარმოებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასალების შერჩევას – ვიყენებთ მხოლოდ გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და პრაქტიკულ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივობასა და კომფორტს.

ჩვენი მუშაობის პრინციპი ეფუძნება დეტალებზე ყურადღებას: თითოეული ჩანთა იქმნება ზუსტად განსაზღვრული სტანდარტებით, რათა უზრუნველვყოთ მისი ფუნქციურობა, ესთეტიკა და გამძლეობა. Backspace.ge-სთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკული და მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ პროდუქცია, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს და მოგაწვდით ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

რატომ backspace ჩანთები?

  • 📦 სწრაფი  მიწოდება

  • 🤝 მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

  • 🔄 გარანტიები და მარტივი დაბრუნების პოლიტიკა

  • 📞 პროფესიონალური კონსულტაცია — ყოველთვის შენს გვერდით

ჩვენთან შენ არ  ყიდულობ პროდუქტს — შენ აკეთებ ინვესტიციას ხარისხში, სანდოობაში და იმ კომფორტში რასაც გთავაზობთ

რას ვაკეთბთ

ჩვენი ინსპირაცია მოდის ზურგჩანთიდან, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაანაცვლოთ დიდი მოცულობის ჩანთები ან ზურგჩანთებით და დაზოგოთ 50% მეტი სივრცე. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის – მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც დაგიზოგავთ დროს და ენერგიას

ჩვენი მიზნები

ჩვენი მიზანია მხოლოდ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის წარმოება, ამიტომაც დამზადების პერიოდში ვითვალისწინებთ ყველანაირ უსაფრთხო ზომებს და სტანდარტებს, რათა დავიმკვიდროთ ქართულ ბაზარზე სანდო სახელი. ამიტომაც ჩვენ ვთანამშრომლობთ მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კომპანიებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ვაწარმოოთ ხარისხიანი და სანდო პროდუქტი.

ჩვენ ვართ პატარა ჯგუფი, რომელიც დიდი ოცნებებისკენ მიისწრაფვის და ამასთანავე გვინდა, რომ თავი დავიმკვიდროთ ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ უპირველეს ყოვლისა 100%-ით ხარისხიანი პროდუქცია და რაც მთავარია, ოპტიმალური ფასები.
ამჟამად ჩვენ ვთავაზობთ სამოგზაურო ზურგჩანთებს, თუმცა ვმუშაობთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე, რათა შევთავაზოთ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის ჩანთა და ნივთების შესანახი საშუალებები. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ თქვენი ცხოვრება და მოგაწოდოთ პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზებულობასა და კომფორტში.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის მუდმივ განვითარებისკენ და განახლებისკენ, რათა ნაბიჯი ავუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გამოწვევებს. ყველა გავდივართ იმ რთულ გზას, რომელიც რეალურად შეიძლება უბრალოდ გამარტივდეს საჭირო ნივთის ქონით. სწორედ ამ საჭირო ნივთების ფიქრით შეიქმნა ჩვენი გვერდი, რაც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ისეთი საჭირო და საინტერესო პროდუქტი, რომელიც უბრალოდ გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას და ფიქრებს. ეს იქნება მოგზაურობა, მივლინება, ლაშქრობა, სპორტი, კვება, სასკოლო საბავშვო ნივთები, საზაფხულო გართობა და სხვა ბევრი რამ.