მიწოდების პოლიტიკა

Backspace.ge გთავაზობთ პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სწრაფი და კომფორტული მიწოდების სერვისი.

მიწოდების პირობები:

  • თბილისში: 1-3 სამუშაო დღე.
  • რეგიონებში: 3-7 სამუშაო დღე.
  • მიწოდების საფასური განისაზღვრება შეკვეთის პირობების მიხედვით და მითითებულია შეკვეთის განთავსებისას.
  • მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქტის მიღებისას შეამოწმოს მისი მდგომარეობა და ვიზუალური ნაკლის არარსებობა.

მიწოდების შეუძლებლობა:

თუ პროდუქტის მიწოდება შეუძლებელია მომხმარებლის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან სხვა მიზეზების გამო, შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს დაუბრუნდება გადახდილი თანხა.


დაბრუნების პოლიტიკა

Backspace.ge-ზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დაბრუნების პირობები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
    • პროდუქტი შენარჩუნებულია პირვანდელ მდგომარეობაში.
    • პროდუქტი არ არის დაზიანებული და არ აქვს გამოყენების კვალი.
    • პროდუქტი დაბრუნდება ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

დაბრუნების გამონაკლისები:

მომხმარებელს არ აქვს უფლება, დააბრუნოს პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტი დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით.
  • პროდუქტი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა.
  • პროდუქტის ჰერმეტულობა დარღვეულია და მისი დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
  • პროდუქტი დაკარგულია ან დაზიანებულია მომხმარებლის მიერ და აღარ აქვს პირვანდელი ვიზუალური მდგომარეობა.

თანხის დაბრუნება:

  • თანხის დაბრუნება მოხდება პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • თანხის ანაზღაურება განხორციელდება იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა, თუ სხვა რამ არ შეთანხმდა.

ნაკლის მქონე პროდუქტი:

თუ პროდუქტი აღმოჩნდა ნაკლის მქონე, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

  • პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა.
  • ფასის შემცირება.
  • თანხის დაბრუნება.

ნებისმიერი შეკითხვის ან პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: